2024 წლის იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 263.4 მლნ აშშ დოლარი (704.6 მლნ ლარი) გადმორიცხეს, რაც 40.8%-ით (181.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გზავნილების შემცირება, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების შემცირებას უკავშირდება.
რაც შეეხება დეტალურ სტატისტიკას ქვეყნების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან გადმორიცხული თანხა კვლავ ყველაზე დიდი მოცულობისაა, ფულადი გზავნილები გასულ თვეში 74.7%-ით არის შემცირებული.
სტატისტიკა კი, ასე გამოიყურება:
- რუსეთის ფედერაცია - 67.6 მლნ აშშ დოლარი (წილი მთლიან გადმორიცხვებში 25.4%. შემცირება 74.7%);
- იტალია - 44.1 მლნ აშშ დოლარი ( წილი 11.4%, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.7%);
- აშშ - 38 მლნ აშშ დოლარი ( წილი 14.4%. ზრდა 32.9%);
- საბერძნეთი - 18.4 მლნ აშშ დოლარი ( წილი 7%. ზრდა 2.2%);
- ისრაელი - 17.8 მლნ აშშ დოლარი (წილი 4.6%. ზრდა 4.6%).
რაც შეეხება ევროკავშირს, 100.4 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გადმორიცხვების 38.1%-ია. ზრდა კი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.4%-ია.