საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის მთავარ მომწოდებელ ქვეყნიდან - რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტი კვლავ დაიბეგრება. ზეთის ექსპორტზე გადასახადი სექტემბერში 5 746,2 რუბლამდე გაიზრდება, შროტზე კი 1 119,4 რუბლამდე ტონაზე, იტყობინება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
აგვისტოსთვის მზესუმზირის ზეთის სავარაუდო გადასახადი 1 ტონაზე 4 640 რუბლი, შროტზე კი 963,4 რუბლი იყო. თუმცა, ისინი არ გამოიყენებოდა, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებით გადასახადის მოქმედება 2025 წლის 29 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით შეჩერებული იყო.
ივლისში ზეთის გადასახადი იყო 4 739 რუბლი, შროტზე კი 1 ათას 054 რუბლი იყო.
საორიენტაციო ფასები, რომლის მიხედვითაც სექტემბრისთვის საექსპორტო გადასახადი განისაზღვრა ასეთია: 1 ტონა ზეთზე 1 130,6 დოლარი (1 138,7 დოლარი ერთი თვით ადრე), შროტზე - 217,8 აშშ დოლარი (220,4 აშშ დოლარი).
გადასახადის მოცულობა საბაზო და საორიენტაციო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს (თვეში საბაზრო ფასების საშუალო არითმეტიკული) შეადგენს.
რუსეთმა მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი 2021 წლის 1 სექტემბრიდან აამოქმედა. თავდაპირველად გადასახადები დოლარში, 2022 წლის ივლისიდან კი რუბლებში იანგარიშებოდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მზესუმზირის ზეთის საბაზისო ფასი 1 ტონაზე 82,500 რუბლი, შროტზე კი 15,875 რუბლია.
აქცია ერთი წლის განმავლობაში იყო დაგეგმილი. 2024 წლის აგვისტოში ისინი ერთდროულად ორი წლით გაგრძელდა - 2026 წლის 1 სექტემბრამდე.
2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 29 მილიონ 979 ათასი დოლარის ღირებულების 21 966 ტონა მზესუმზირის ზეთის იმპორტი განხორციელდა, რაც ღირებულებით 21.5%-ით მეტია, მოცულობით კი 9.8%-ით ნაკლები. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ზეთის იმპორტი გაუძვირდა.
მზესუმზირის ზეთის მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის რუსეთია. მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში, 16 934 ტონა იმპორტირებული რუსული ზეთის ღირებულებამ 22 მილიონ 833 ათასი დოლარი შეადგინა. რაც ასევე ღირებულებაში გაზრდილი, მოცულობაში კი შემცირებული მაჩვენებელია.




























