მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენაში ცუდს ვერაფერს ვხედავ - კალაძე

63c914435dea3
ინგა მურუსიძე
19.01.23 13:53
675
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, თუ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა, საქართველოსთვის კარგიც კი იყოს.

„თქვენ იცით, რომ ფრენები ცალმხრივად შეზღუდული იყო. საქართველო სანქცირებული იყო. თუ მათი მხრიდან ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ეს შეიძლება კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. კარგი იყოს იმ თვალსაზრისითაც, რომ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე რუსეთში ცხოვრობს და პირდაპირი ფრენები ადამიანებს თუნდაც მიმოსვლაში დაეხმარება“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები