მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ ვუერთდებით“ - კალაძე ლავროვის შვილის საქართველოში ვიზიტზე

6469ef167eb27
BM.GE
21.05.23 14:06
710
თბილისის მერი, კახა კალაძე ბოლო დღეების განმავლობაში ყვარელში განვითარებულ მოვლენებს მედიასთან გამოეხმაურა და განმარტა, რომ ნებისმიერი რუსი ეროვნების ადამიანს აქვს საქართველოში ჩამოსვლის უფლება, თუ „ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ“ კანონს არ არღვევს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება. 

„არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი. მნიშვნელოვანი არის დარღვეული ჰქონდათ თუ არა „ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ“ კანონი. თუ არ დაურღვევიათ აღნიშნული კანონი, მათ სრული უფლება ჰქონდათ საქართველოში ჩამოსვლის. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ ვუერთდებით და ეს არაერთხელ განვაცხადეთ. თუ გადავხედავთ ქვეყნის უახლეს ისტორიას, ბევრ შეცდომას ვნახავთ, რაც გვაქვს დაშვებული, რამაც მძიმე შედეგები მოუტანა საქართველოს. პრაგმატული პოლიტიკით უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ფარისევლობაა აღნიშნული მოვლენების ირგვლივ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებები და ქმედებები.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთში, სასტუმრო “ყვარლის ტბაში” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრს ქორწილი ჰქონდათ დაგეგმილი. მისი სიძის ძმა საქორწინო ცერემონიას 70-მდე სტუმართან ერთად გეგმავდა. სოციალური არხების საშუალებით ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც გავრცელდა. სასტუმროს ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ლავროვის შვილის სტუმრობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდა. 20 მაისს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა სასტუმროს მიმდებარედ საპროტესტო აქცია გამართეს. აღსანიშნია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა, რომელიც ალექსანდრე ვინოკუროვთანაა ქორწინებაში, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-სა და კანადის მხრიდანაა სანქცირებული.

20 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქორწილი ჩაიშალა და ლავროვის გარემოცვა საქართველოს დატოვებდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები