რუსეთის ფედერაციის არმიას უკრაინის ფრონტზე მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. გასული ერთი კვირის განმავლობაში საოკუპაციო სამხედრო ძალამ უკრაინის 200 კილომეტრის ტერიტორია დაიკავა, რაც მთელი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგზე დიდი მაჩვენებელია.
ამჟამინდელი მონაცემებით, რუსეთს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის 1,146 კილომეტრი აქვს დაკავებული.
როგორც ცნობილია, რუსულ არმიას იერიშში ახლა უკვე ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებიც ეხმარებიან, რომლებიც კიმ ჩენ ინმა უკრაინის ფრონტზე პუტინის დასახმარებლად გაგზავნა.
გააქტიურებული შეტევის საპასუხოდ, უკრაინის მთავრობა დასავლელი პარტნიორების მხრიდან მეტ სამხედრო დახმარებას და ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვს.