მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთის ბაზარს უპირატესობას არ ვანიჭებთ, უბრალოდ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს“ - ლაურუსი

6231fe0d959f5
მარიამ იზორია
20.03.22 18:24
1835

სენაკში მდებარე დაფნის გადამმუშავებელმა საწარმომ “ლაურუსმა” მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში 40 ტონა დაფნა რუსეთში გაყიდა.

როგორც bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა ვანო ჯალაღონიამ განუცხადა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაფნას ყაზახეთში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებშიც ყიდდნენ, თუმცა ახლა სხვა მსხვილ მწარმოებლებს კონკურენციას ვერ უწევენ და ერთადერთი გასაღების ბაზარი მათთვის რუსეთია.

„დაფნის ექსპორტი რუსეთში შეუფერხებლად გრძელდება, პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ამ ბაზარზე რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, არანაირი დაბრკოლება არ არის. მიმდინარე წელს რუსეთში უკვე 40 ტონა დაფნა გავყიდეთ. ეს ჩვენი ერთადერთი გასაღების ბაზარია. რუსეთს უპირატესობას არ ვანიჭებთ, უბრალოდ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ექსპორტს ყაზახეთში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში ვახორციელებდით, თუმცა ახლა მოთხოვნა არ არის, რადგან ამ ქვეყნებში დაფნა უფრო მსხვილ მეწარმეებს შეაქვთ, ისეთებს, როგორებიც თურქეთი და სირიაა.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ბევრი ვეცადეთ, მაგრამ საქართველოში დაფნას ძალიან ცოტა ადამიანი მოიხმარს, გარდა ამისა აქ თანხის გადახდასაც ვერ ახერხებენ“, - ამბობს „ლაურუსის“ დირექტორი.

ცნობისთვის: „ლაურუსი“ უკვე 10 წელზე მეტია, რაც დაფნის გადამუშავებით არის დაკავებული. კომპანია წლიურად 200 ტონა ნედლეულს გადაამუშავებს. „ლაურუსი“ გარდა საკუთარი პლანტაციებიდან აღებული მოსავლისა დაფნას სხვა მეწარმეებისგანაც იბარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები