რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთის ფედერაციის 2026-28 წლების ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, 2026 წელს მთავრობის შემოსავალი $492 მილიარდი, ხოლო ხარჯი $548 მილიარდი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა $47 მილიარდს მიაღწევს.
ბიუჯეტის 38% თავდაცვასა და შეიარაღებაზე მოდის, რაც დაახლოებით 210 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლებთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დუმამ ოფიციალურად დაუჭირა მხარი დღგ-ის 20%-დან 22%-მდე გაზრდის ინიციატივას. ამ ცვლილების შედეგად, მთავრობა გადასახადების სახით დამატებით 1 ტრილიონი რუბლის მოზიდვას შეძლებს, რაც $12 მილიარდის ეკვივალენტია და მშპ-ის 0.5%-ს შეადგენს.
ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი სამთავრობო ხარჯების ზრდა და შემოსავლების შემცირებაა, რაც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომით არის განპირობებული. ოფიციალური პროგნოზით, 2025-27 წლებში სამთავრობო დეფიციტის საერთო მოცულობა 133 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც თანამედროვე რუსეთის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული ანტირეკორდი იქნება.
ვალის საკითხს რაც შეეხება, რუსეთის მთავრობა კერძო ინვესტორების, ბანკების და ეროვნული სიმდიდრის ფონდის წინაშე $60 მილიარდის შიდა ვალის აღებას აპირებს, რაც ასევე მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებელი იქნება.




























