რუსეთის ცენტრალური ბანკი რუბლთან უცხოური ვალუტების კურსის დადგენის დიაპაზონს აფართოებს, - აღნიშნულის შესახებ მარეგულირებელმა იუსტიციის სახლში ბრძანების პროექტი წარადგინა.
რუსეთის ცენტრალური ბანკი დოლარის, ევროს და სხვა ვალუტების კურსების დადგენის წესის დროებითი ცვლილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„რუსეთის ბანკი სავალუტო ბაზარზე გაზრდილი ვოლატილობის პირობებში, რუბლთან მიმართებით დოლარის კურსის რეპრეზენტატულობის ამაღლებისთვის, რუბლთან დოლარის ოფიციალური კურსის დროებითი დათვლის დიაპაზონს აფართოებს; ამასთან, რუბლთან ევროს ოფიციალური კურსის დადგენის ზომებს გაამარტივებს. აღნიშნული ბრძანების პროექტი იუსტიციის სამინისტროშია წარდგენილი. დოკუმენტი ძალაში მისი გასაჯაროებისთანავე შევა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ცენტრალური ბანკი დოლარის ოფიციალურ კურსს მოსკოვის ბირჟაზე 10-დან 16:30 საათამდე შემდგარი გარიგებების შედეგად დოლარის საშუალო შეწონილი კურსი საფუძველზე დაადგენს. ადრე კურსის დადგენის პერიოდი 10-დან 11:30 საათამდე იყო. კურსის დადგენის დიაპაზონის გაფართოება დღის განმავლობაში გარიგებების რაოდენობის გათვალისწინების საშუალებას გააჩენს.
გარდა ამისა, ევროს ოფიციალური კურსი რუბლთან ასევე დადგინდება, ისევე როგორც რუბლთან მიმართებით სხვა უცხოურ ვალუტების კურსები. ეს ოფიციალური კურსების დადგენასა და პუბლიკაციას გაამარტივებს“, - ნათქვამია ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




























