მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ექსპორტის ზრდის გამო ხორბლის გლობალური ფასები ეცემა

ხორბალი

ბოლო სამი წლის განმავლობაში ხორბლის გლობალური ფასები  ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა. მიზეზი რუსეთი მიერ მოსავლის ექსპორტის გააქტიურებაა, რითაც მსოფლიოში რუსულ მარცვლეულზე ზედმეტი დამოკიდებულების შიშები იზრდება - ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Nikkei Asia ავრცელებს.

სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის საორიენტაციო ფიუჩერსები ბუშელზე $5-ის მაღალ დიაპაზონში მერყეობს. სექტემბრის ბოლოს ფასმა $5-ის დაბალ დიაპაზონს მიაღწია. ამჟამინდელი საბაზრო ფასი თითქმის 60%-ით დაბალია, ვიდრე $13, რომელიც 2022 წლის მარტში რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე იყო.

„ფასები შეჭრისთანავე გაიზარდა, რადგან მოვაჭრეებმა მიწოდების შეფერხების რისკები დაინახეს“, - თქვა ხორბლის სპეციალისტმა მსხვილ იაპონურ სავაჭრო კომპანიაში.

ივლისში რუსეთი გაეროს შუამავლობით დადებული შეთანხმებიდან გამოვიდა, რომელიც ქვეყანას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის გადაზიდვების შესაძლებლობას აძლევდა. ამასთან, უკრაინის მთავრობამ 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ ივლისის შემდეგ, რუსული თავდასხმების გამო, შავი ზღვის სანაპიროზე პორტებსა და გემებზე დაახლოებით 300 000 ტონა მარცვლეული დაიკარგა.

Refinitiy-ის მონაცემებით, უკრაინის ხორბლის ექსპორტი სექტემბერში წელიწადში დაახლოებით 70%-ით შემცირდა. იმავდროულად, ავსტრალიაში ელ ნინოს ამინდის ფენომენის გამო წელიწადში ხორბლის წარმოება 38%-ით შემცირდება. ამ მდგომარეობის კომპენსაცია კი რუსეთის მზარდი ექსპორტია.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA) ხუთშაბათს, რუსული ხორბლის ექსპორტის პროგნოზი ზედიზედ მეხუთედ გაზარდა. 2023-იდან 2024 წლამდე საბაზრო წლის ახალი პროგნოზი 50 მილიონი ტონაა, რაც სექტემბრის პროგნოზთან შედარებით 1 მილიონი ტონით მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აცხადებდა, რომ დასავლური ეკონომიკური სანქციები, სოფლის მეურნეობის ექსპორტს აფერხებს, მისი ხორბალი გლობალური ექსპორტის დაახლოებით 24%-ს შეადგენს, როდესაც ეს რიცხვი უკრაინაში შეჭრამდე 16% იყო.

ბოლო 20 წლის განმავლობაში გლობალური მოთხოვნის ზრდა, განსაკუთრებით განვითარებადი ბაზრებიდან და ქვეყნებიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან  ხორბლის წარმოებისა და ექსპორტის ზრდას დაეხმარა.

აშშ, რომელიც 2010-იანი წლების დასაწყისამდე ხორბლის წამყვანი ექსპორტიორი იყო და რომელსაც მსოფლიო ექსპორტში 20%-იან წილი ჰქონდა, ეს წილი 10%-მდე შემცირდა. კლება ნაწილობრივ განპირობებულია გამყარებული დოლარით, რომელიც ამერიკული ექსპორტის კონკურენტუნარიანობას ამცირებს.

USDA-ს მონაცემებით, რუსეთის ხორბლის საექსპორტო ფასი 9 ოქტომბრის მდგომარეობით $232 იყო ტონაზე, რაც 20%-ით იაფია, ვიდრე აშშ-ს ხორბლის ღირებულება, რაც 305 დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები