მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში უკრაინული დრონებით იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა

კირიშინეფტეორგსინტი

რუსეთის ლენინგრადის ოლქში, კირიშის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონებით იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ ტელეგრამ არხებში გავრცელდა.

ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, კირიშში სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისი თქმით, დრონების ნამტვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა დაშავებული არავინ არის და ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო დღეებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 80 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათ შორის 30 – ბრიანსკის ოლქში, ხოლო 15 – ოკუპირებულ ყირიმში.

კირიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოდ ითვლება. უკრაინულ მედიასთან ოფიციალურმა კიევმა დაადასტურა. ქარხანაზე დარტყმა სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უპილოტო სისტემების ძალებმა განახორციელეს.

„14 სექტემბრის ღამეს, ლენინგრადის ოლქში, რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, „კირიშინეფტეორგსინტეზზე“, დარტყმა განხორციელდა. ეს ქარხანა რუსეთის ფედერაციაში ნავთობის გადამუშავების მოცულობით ერთ-ერთი ლიდერია, რაც წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ ტონას შეადგენს,“ – აცხადებენ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებში.

გენერალური შტაბის ცნობით, ქარხანაში აფეთქებები და ხანძარი დრონების შეტევის შედეგად მოხდა. ზარალის ზუსტი მასშტაბები ჯერ დაუდგენელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები