უკრაინაში მოწყობილი ზოგიერთი ჰუმანიტარული კორიდორი მხოლოდ ბელარუსსა და რუსეთში გადის. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რუსეთის განცხადებით, უკრაინაში ჰუმანიტარლი კორიდირების გახსნის, რითაც მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მოხდეს. ევაკუციის მარშრუტები რუსეთის სახელმწიფო სააგენტო “რიაზე” გამოქვეყნდა, სადაც ნაჩვენებია, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ რუსეთში ან ბელარუსში გადასვლაც.
მაგალითად, კიევიდან ჰუმანიტარული კორდირორი რუსეთის მოკავშირე ბელორუსში გაივლის, ხოლო ხარკოვიდან მოქალაქეებს კორიდორი მხოლოდ რუსეთის მიმართულებით გაუხსნიან. რაც შეეხება მარიუპოლს, იქიდან გადასვლა შესაძლებელი იქნება როგორც უკრაინის სხვა ქალაქებში, ასევე რუსეთში.
უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. ამ დრომდე იბომბება უკრაინის ქალაქები. გაეროს ინფორმაციით, რუსეთის ინტერვენციის შემდეგ ქვეყანა მილიონზე მეტმა ადამიანმა გადატოვა.




























