მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება კვლავაც ჩვენი სახელმწიფოს უმთავრეს გამოწვევად რჩება“

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს.

სოხუმის დაცემით დასრულდა თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა, აფხაზეთის ომი, ღრმად გვწამს-მშვიდობა ის საფუძველია, რომელზეც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად უნდა ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა“, - ამბობს პრემიერი.

გავრცელებულ განცხადებაში ირაკლი ღარიბაშვილმა ომის მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

“ზუსტად 30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა, აფხაზეთის ომი.

ომმა მძიმე კვალი დააჩნია ჩვენს ქვეყანას - ეთნიკურმა წმენდამ ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია, რაც ყველაზე სამწუხაროა, ტრაგიკულად შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე; რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება კვლავაც ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება.

კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვუსამძიმრებ ომის მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

დღეს, როდესაც გაღებულ მსხვერპლს ვიხსენებთ, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი; ჩვენი ხელისუფლება მტკიცედ მიჰყვება ამ გზას, რადგან ღრმად გვწამს - მშვიდობა ის საფუძველია, რომელზეც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად უნდა ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა.

მჯერა, რომ მომავალი აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ეკუთვნის”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები