ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა “შატნაჟის” მცდელობა უწოდა რუსეთის სახელწიფო კომპანიის "გაზპრომის" გადაწყვეტილებას, პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუჩეროს.
“გაზპრომის” განცხადება რუსეთის მხრიდან გაზით“შანტაჟის” კიდევ ერთი მცდელობაა”,-დაწერა ტვიტერზე ევროკომისიის პრეზიდენტმა.
გაზპრომმა პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამ ქვეყნებმა გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარი თქვეს. მანამდე რუსეთმა “არამეგობრული ქვეყნები” გააფრთხილა, რომ აპრილიდან გაზის საფასურის რუბლში გადახდა მოუწევდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაზის გათიშვის რისკზე მიუთითა. ევროპაში რუსული გაზის ყველაზე მსხვილმა მომხმარებელმა, გერმანიამ ამ მოთხოვნას “შანტაჟი” მაშინვე უწოდა. აღსანიშნავია, რიომ უკრაინაში ინტერვენციის დაწყების მიუხედავად რუსეთი ევროპაში უკრაინის გავლით გაზის ექსპორტს აგრძელებს.




























