მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მოქალაქეებმა 5 თვეში 3,400 ბინა იყიდეს

6495841b94940
შოთა ტყეშელაშვილი
23.06.23 15:38
1051
ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრისგან გამოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილი უძრავი ქონებების შესახებ. სამინისტროს მიერ მიწოდებული პასუხიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 5 თვეში რუსეთის მოქალაქეებმა 3,369 საცხოვრებელი სახლი შეიძინეს საქართველოში.

2022 წელს კი მათ მიერ შეძენილი ქონებების რაოდენობა 5 ათასს შეადგენდა.

“უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის 5000 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 6135 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე, ხოლო, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 5 ივნისამდე პერიოდისთვის, 2780 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 3369 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე,”- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პასუხში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები