რუსეთის მთავრობამ 2026 წლის ფედერალურ ბიუჯეტში სამხედრო ხარჯების მკვეთრად გაზრდა გადაწყვიტა.
საერთო ჯამში, კრემლი გეგმავს, რომ 2026 წელს თავდაცვაზე, შეიარაღებაზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე, სპეც. რაზმსა და პოლიციაზე ჯამში 168.5 მილიარდი დოლარი დახარჯოს, რაც საერთო ეროვნული ბიუჯეტის 38%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი შეიარაღებაზე უფრო მეტს დახარჯავს, ვიდრე სოციალურ პროექტებზე.
ცხადია, ხარჯების უდიდესი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაზე იქნება მიმართული, თუმცა მთავრობა ბიუჯეტის მიზნობრიობასთან დაკავშირებით გამჭვირვალე ანგარიშს არ ასაჯაროებს.
როგორც ცნობილია, თავდაცვაზე გათვალისწინებული თანხის ნაწილი დღგ-ის 22%-მდე გაზრდით იქნება დაფინანსებული, ხოლო ნაწილი სოციალურ პროექტებზე იქნება მოკლებული.
$168.5-მილიარდიანი თავდაცვის ბიუჯეტი თანამედროვე რუსეთის არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება და ის იმაზე მიუთითებს, რომ პუტინს ომის გაგრძელება საკმაოდ ძვირი უჯდება.




























