მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიიღო საქართველოში ბინადრობის უფლება ბოლო ორ წელში?

6252c92004436
სალომე მეცხვარიშვილი
10.04.22 16:17
2461
2020 წლიდან 2022 წლის 11 მარტის ჩათვლით, საქართველოში ბინადრობის ნებართვა სულ რუსეთის 6 396–მა მოქალაქემ მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოცემულია პარლამენტარ პაატა მანჯგალაძის სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ. ინფორმაციის წყარო იუსტიციის სამინისტროა.

სტატისტიკის მიხედვით, მაგალითად 2020 წელს საქართველოში ბინადრობის უფლება რუსეთის 2 386–მა მოქალაქემ მიიღო, 2021 წელს ეს რიცხვი 3 476 იყო, ხოლო უშუალოდ 2022 წლის იანვრიდან 11 მარტის ჩათვლით, საქართველოში ბინადრობის უფლება რუსეთის 534–მა მოქალაქემ მიიღო.

გაცემულ ბინადრობის ნებართვებს შორის ძირითადად ჭარბობს მუდმივი ცხოვრების ნებართვები, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა და ა.შ.

რაც შეეხება მთლიან სტატისტიკას – რამდენ ადამიანს გადაეცა ბინადრობის ნებართვა საქართველოში 2020–2022 წლებში, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ამ პერიოდში საქართველოში ცხოვრების უფლება სულ 44 739–მა ადამიანმა მოიპოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები