მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის რეგიონებში საწვავის დეფიციტი და ფასები იზრდება

საწვავი

რუსეთის ხელისუფლება ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინული იერიშებით გამოწვეული საწვავის დეფიციტისა და ბენზინის ფასების ზრდის ეფექტების შემცირებას აქტიურად ცდილობს, თუმცა ამას საჯაროდ არ აცხადებენ.

ომის შესწავლის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, ოფიციალური პირების მიერ პრობლემის უარყოფის მიუხედავად, საწვავის ნაკლებობა და ფასების მატება რამდენიმე რეგიონში მაინც ფიქსირდება. ბენზინის ფასების ზრდა და დეფიციტი იმ ქალაქებშიც კი შეიმჩნევა, სადაც მანამდე მსგავსი პრობლემები არ არსებობდა, მათ შორის სანქტ-პეტერბურგში, ვორონეჟსა და ტულაში.

არსებული ინფორმაციით, შექმნილ ვითარებასთან გამკლავებას რეგიონული ხელისუფლებები ადმინისტრაციული ზომებით ცდილობენ. სიცხადისთვის, სარატოვის ოლქში მაღალჩინოსნებმა ავტოგასამართ სადგურებზე ფასების ზედა ზღვრის შესაძლო დაწესება განიხილეს, ტვერის ოლქში კი ბენზინის გაყიდვაზე გარკვეული შეზღუდვები აამოქმედეს. ანალიტიკოსების განმარტებით, დამოუკიდებელი ავტოგასამართი სადგურების ნაწილი, ზარალის თავიდან აცილების მიზნით, ფასებს მკვეთრად ზრდის.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მიღებულ ადმინისტრაციულ ზომებს ხელშესახები შედეგი ჯერ არ მოუტანია, ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში კი სიტუაცია კვლავ არასტაბილურია. ISW-ის ექსპერტების შეფასებით, რუსულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის შემდგომმა იერიშებმა შესაძლოა საწვავის დეფიციტი კიდევ უფრო გააღრმავოს, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში ვითარების სტაბილიზაციას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები