მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური სადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ - ზელენსკი

6217a5fac04fd
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.22 19:35
1441
უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი Twitter-ზე წერს, რომ ამჟამად რუსული საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. 

"რუსული საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ჩვენი მებრძოლები სიცოცხლეს სწირავენ, რათა 1986 წლის ტრაგედია აღარ განმეორდეს. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრსაც განვუცხადე, 

ეს არის ომის გამოცხადება მთელი ევროპის წინააღმდეგ,"- წერს ზელენსკი. 

დღეს დილით რუსეთმა უკრაინაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო. რუსულმა ჯარებმა უკრაინის საზღვარი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გადაკვეთეს, პარალელურად, რუსული ავიაცია ახორციელებდა საჰაერო დარტყმებს მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმართულებით. საჯარისო მოქმედებების დაწყებას უკრაინის პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება და საჰაერო სივრცის დახურვა მოყვა. შემდგომ, ბრიფინგზე ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ კავშირს გაწყვეტს.

აშშ, ევროკავშირი და დიდი შვიდეული რუსეთის მიმართ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები