მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის სუპერმარკეტები პროდუქტების შეძენაზე შეზღუდვებს აწესებენ

6224be2de0c50
ვიქტორია მღებრიშვილი, ანნა ლაპიაშვილი
06.03.22 18:08
3357
რითეილკომპანია "ლენტამ" იმ პროდუქტების რაოდენობა შეზღუდა, რომლის ყიდვასაც მომხმარებელი მაღაზიაში ერთ ჯერზე შეძლებს – საუბარია როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკური ვაჭრობის დროს. ამის შესახებ წერს სააგენტო Tacc კომპანიის მიერ Telegram-ში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

როგორც საცალო სავაჭრო ქსელში აღნიშნავენ, იძულებითი ღონისძიების მიზანია, თაროებიდან ხელოვნურად არ გაქრეს საქონელი, შემდეგ კი არ მოხდეს უფრო მაღალ ფასად გადაყიდვა. 

შეზღუდვა ეხება მარცვლეულს, ჩაის, ყავას, შაქარს, ფქვილს, ნახევარფაბრიკატებს, სანელებლებს, სოუსებს, ხორცისა და თევზის კონსერვებს, ზეთებს, კოსმეტიკას, სარეცხ საშუალებებს, ტუალეტის ქაღალდს, ბავშვთა საყოფაცხოვრებო ქიმიკატებს, საფენებსა და ა.შ.

მანამდე იგივე გადაწყვეტილება კომპანია Х5 Group-მა მიიღო, რომელიც ქსელებს "Пятерочка", "Перекресток"და "Чижик"-ს მართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები