8 ივლისს კიევზე რუსეთის განმეორებითი თავდასხმის შედეგად, სამშობიარო სახლი დაზიანდა.
უკრაინული მედიის თანახმად, "ისიდას" კერძო სამშობიარო საავადმყოფოს, რომელიც კიევის დნიპროვსკის რაიონში მდებარეობს, თავდასხმის დროს ნამსხვრევები მოხვდა და შედეგად, გარდაცვლილია სულ მცირე ოთხი ადამიანი, სამი კი დაშავდა.
მანამდე, რუსეთმა დღეს დილით მასობრივი სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინის დედაქალაქზე, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა.
აღნიშნული თავდასხმა იტალიამ ომის დანაშაულად შეაფასა. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ სოციალურ ქსელში დაწერა, ომის დანაშაულები მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს.