უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიული მონაცემების მიხედვით, რუსეთის თავდასხმის შედეგად, 57 უკრაინის მოქალაქე გარდაიცვალა, 169 კი დაჭრილია.
„ჯანდაცვის დაწესებულებებს პროფილის შეცვლა უწევთ; დღეს ჩვენ მათ ვინც ამბულატორიული მომსახურება ესაჭიროებოდათ, საავადმყოფოების დატოვება ვთხოვეთ, რათა იმ უკრაინელების მისაღებად ვიყოთ მზად, ვისაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ.
მისი თქმით, მედპერსონალი სრული დატვირთვით მუშაობს. მორიგეობს ყველა პროფილის მედიკოსი, როგორც ქირურგები, ასევე ტრავმატოლოგები და რეანიმატოლოგები.