მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოსკოვზე დრონებით შეტევის შესახებ იტყობინება - შეფერხდა აეროპორტების მუშაობა

მოსკოვი

რუსეთში, მოსკოვისა და ბრიანსკის ოლქებზე დრონებით შეტევა იყო. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ბრიანსკის ოლქშიც ასევე გაანადგურეს უკრაინული დრონები.

სამინისტროს ცნობითვე, თავდასხმის გამო დღეს დილით ფრენები დროებით შეჩერებული იყო მოსკოვის აეროპორტებში. კერძოდ, დრონებით შეტევის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში არ მუშაობდა მოსკოვის შერემეტიევოს, დომოდედოვოს და ვნუკოვოს აეროპორტები.

როგორც BBC წერს, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის გამო, მოსკოვში საჰაერო სივრცე ბოლო დღეებში რამდენჯერმე დაიხურა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები