მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის მოლოდინი გაზარდა

რუსეთი

ქვეყანაში გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ორგანოს განცხადებით, 2026 წლის მედიანური ინფლაციის მოლოდინი 13.3% იქნება, ნაცვლად აქამდე პროგნოზირებული 12.6 პროცენტისა.

გარდა ამისა, გაზრდილია 2025 წლის საშუალო მოლოდინი, რომელიც უკვე 14.5%-ს აღწევს, რაც ბოლო პერიოდში სამომხმარებლო ფასების დაჩქარებით არის განპირობებული.

ინფლაციის ზრდას რაც შეეხება, ის საერთაშორისო იზოლაციით და გლობალურ ვაჭრობაში რუსეთის შეზღუდვით არის განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები