მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

რუსეთის ცენტრალური ბანკი

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 100 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ცვლილების შედეგად, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთმა 19%-იან ნიშნულს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივლისამდე რეფინანსირების განაკვეთი 7.5% იყო, თუმცა მას შემდეგ ეროვნული ბანკი გამკაცრების პოლიტიკაზე გადაერთო.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის მიზეზი სამომხმარებლო ფასების არასტაბილურობაა, მოგეხსენებათ, ქვეყანაში ისევ დიდ გამოწვევად რჩება ინფლაცია, რომელიც წლიურად 6-7%-ის ფარგლებში მერყეობს.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მაღალი ინფლაციისა და ვალუტის კურსის მერყეობის გამო, რუსულ კომპანიებს ბიზნესგეგმის შედგენა და სამომავლო პროგნოზების გაკეთება უჭირთ, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები