"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები, საქართველოს ერთ მოქალაქესაც ეხება. ამის შესახებ იოზვიაკი X-ზე წერს.
"ევროკავშირი რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების სანქციების რეჟიმს დასანცქირებულთა სახელებს ორშაბათს დაამატებს. სია მოიცავს 18 ადამიანს, მათ შორის ერთს რუმინეთიდან და ერთს საქართველოდან, + 3 კომპანიას", - წერს იოზვიაკი.
სანქციების რეჟიმზე, რომელსაც იოზვიაკი ახსენებს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა მიმდინარე წლის ოქტომბერში შემოიღეს, თუმცა მაშინ სანქცირებული პირების სახელები და გვარები არ გაასაჯაროვეს.