მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტს გერმანია ბლოკავს - Reuters

გერმანია

Reuters-ის ინფორმაციით ევროპულმა კავშირმა 14 ივნისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. ევროპელი დიპლომატების ცნობით, გერმანია ვერ შეთანხმდა იმ ევროპული კომპანიების ჩამონათვალზე, რომლებიც სანქციების დარღვევაზე იქნებიან პასუხისმგებლები.

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა თვეზე მეტია სანქციების ახალი პაკეტის შინაარსზე დავობენ. განსახილველ საკითხებს შორისაა რუსული თხევადი გაზის გადაზიდვებიც და გეგმა, რომლის თანახმადაც მესამე მსოფლიოს ქვეყნებში პარტნიორების მიერ დარღვეულ სანქციებზე პასუხისმგებლობა ევროპულმა კომპანიებმა უნდა აიღონ.

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ელჩებს აღნიშნული საკითხი პარასკევს საღამოს უნდა განეხილათ, თუმცა სანქციების თემა დღის წესრიგიდან საერთოდ ამოიღეს. ელჩები მომდევნო კვირაში კვლავ შეიკრიბებიან, თუმცა 14 ივნისს შეხვედრის მიზანი “უკრაინის მშვიდობის კონფერენციამდე” გადაწყვეტილების მიღება იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპაში რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირე, უნგრეთი, რომელიც სანქციებზე თანხმობისგან ამ დრომდე თავს იკავებდა, სანქციების მე-14 პაკეტის მიღებაზე თანახმაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები