რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდ ნოვაკმა საჯაროდ დაადასტურა, რომ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო ქვეყანაში საწვავის დეფიციტი შეიქმნა. როგორც მან განაცხადა, იერიშების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნაწილი სარემონტო სამუშაოების მიზეზით ამ დრომდე გაჩერებულია.
ნოვაკმა ისაუბრა იმაზეც, რომ საწვავის ნაკლებობამ ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები და არასტაბილური სამუშაო გრაფიკი გამოიწვია. ვიცე-პრემიერის თქმით, ბაზარზე გაჩნდნენ გადამყიდველებიც, რომლებმაც პროდუქტზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს. თუმცა, ვიცე-პრემიერის მტკიცებით, ძირითადი მწარმოებელი კომპანიები ინფლაციის დონის შესაბამისად მოქმედებენ და ფასებს ინარჩუნებენ.
საყურადღებოა, რომ რუსულ მედიასთან საუბრისას ალექსანდრ ნოვაკი ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, 26 ივნისს სრულიად საპირისპიროს ამტკიცებდა. მაშინ ვიცე-პრემიერი ამბობდა, რომ ბაზარზე საწვავის საკმარისი რაოდენობა იყო და კრიზისის არავითარი საფრთხე არ არსებობდა.




























