მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის წილი უნაღდო გადახდებში რუსეთის საბარათე სისტემიდან გამორთვის გამო შემცირებულია - თიბისი კაპიტალი

62d6eff05fd56
თამთა ჯიჯავაძე
19.07.22 23:00
815
რუსეთის წილი უნაღდო გადახდებში შემცირებულია რუსეთის საბარათე სისტემიდან გამორთვის გამო, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის ტურიზმის მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, 2022 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ჯამურად, აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები თიბისი ბანკის არხებში 87%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდამ 37% შეადგინა.

„2022 წელს არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების განაწილება 2019 წლისგან განსხვავდება. წელს უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეული მიგრაცია და ახალი ტურისტული ნაკადები მეტად დივერსიფიცირებულს ხდის უნაღდო დანახარჯების განაწილებას ქვეყნებზე.

2019 წელს დანახარჯების უმეტესი ნაწილი - 75% - სამ ქვეყანაზე მოდიოდა, თურქეთზე, რუსეთზე და ისრაელზე. 2022 წელს კი განაწილება ასეთია: თურქეთი - 25%, ისრაელი - 15%, უკრაინა - 11%, ბელარუსი - 10% და საუდის არაბეთი - 8%“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები