მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები Airbnb-ზე სერვისის დაჯავშნას ვეღარ შეძლებენ

624bd83a5dbdc
მარიამ ადამია
05.04.22 11:30
1408
მოკლევადიანი გაქირავების სერვისმა Airbnb-მ, მთელს მსოფლიოში, რუსი და ბელარუსი მოქალაქეებისვის, სერვისის დაჯავშნის შესაძლებლობა გააუქმა. ამის შესახებ განცხადება, Airbnb-ის ოფიციალურ ვებ-საიტზეა გამოქვეყნებული, სადაც ასევე ნათქვამია, რომ რუსები და ბელორუსები საცხოვრებლის დაჯავშნას ვერსად ვერ შეძლებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ მდგომარეობის განვითარების პარალელურად, შეინარჩუნებს მომხმარებელთან კავშირს და პერიოდულად, საიტზე განახლებულ ინფორმაციას გამოაქვეყნებს.

ცნობისთვის, მარტის დასაწყისში სერვისმა მუშაობა რუსეთსა და ბელორუსიაში შეაჩერა.

“Airbnb, რუსეთსა და ბელორუსიაში, დროებით წყვეტს ოპერაციებს”, - ამის შესახებ, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან ჩესკიმ Twitter ანგარიშზე განაცხადა, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზებსა და შეჩერების ვადებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გარდა ამისა, 28 თებერვალს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ევროპაში მყოფ 100 000 უკრაინელ ლტოლვილს დროებით საცხოვრებელს უფასოდ სთავაზობს. თანხას კი, თავად კომპანია ლტოლვილთა ფონდის, სპონსორებისა და იმ მომხმარებლების საშუალებით ფარავს, რომლებსაც დახმარებისა და მხარდაჭერის სურვილი აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები