მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთისთვის მკაცრი სანქციების ახალი რაუნდი გადაუდებელია - კულება

6226afa670d62
თელარა გელანტია
08.03.22 05:20
704
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთისთვის მკაცრი სანქციების ახალი რაუნდის დაწესება გადაუდებელია.

ამის შესახებ მან „ტვიტერში“ რამდენიმე საათის წინ დაწერა, სადაც ევროკავშირს გაწეული დახმარებისთვის და ქმედებებისთვის მადლობას უხდის.

„მადლობელი ვართ ევროკავშირის გადამწყვეტი პოზიციისთვის და უკვე განხორციელებული ქმედებებისთვის, თუმცა რუსეთისთვის მკაცრი სანქციების ახალი რაუნდის დაწესების აუცილებლობა გადაუდებელია. რუსეთი არ წყვეტს თავის სისასტიკეს უკრაინაში, ამიტომ ზეწოლა უნდა გაძლიერდეს“, - თქვა უკლებამ საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრისას.

უკლებას ინფორმაციითვე, რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე ის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსაც ესაუბრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები