მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთისთვის სრული ემბარგო 5%-იან ეკონომიკურ ზრდას მინიმუმ გაანახევრებდა - კაკაურიძე

6482f4e73d888
მარიამ ვარადაშვილი
09.06.23 13:54
723
პალამენტში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში რუსეთის წილზე ისაუბრა. როგორც კაკაურიძე ამბობს, რომ მათი გათვლებით გასული წლის 10.1%-იან ზრდაში რუსეთის წვლილი 1.5-2%-ს არ აჭარბებს.

“გადმორიცხვები “დაილექა” ორ ნაწილზე ერთი საბანკო დეპოზიტებზე, რის გამოც ბანკებში დეპოზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვებზეც აისახა. ამ თანხას ეკონომიკურ ზრდაზე ვერანაირი გავლენა ვერ ექნებოდა, რადგან ეკონომიკაში ის არ ხვდება. გავლენა ექნებოდა მაშინ, თუ ის სესხებად გაიცემოდა, თუმცა ისინი სესხებად არ გაცემულა, რადგან სესხების ზრდის დინამიკა იგივე დარჩა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა დამატებითი რეგულაცია შემოიტანა რომ დეპოზიტების გატანა დაეზღვია და ამ ხალხს არ დაეწყო თანხის გატანა. საუბარია შეზღუდვაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ უცხოური დეპოზიტების 80% დარეზერვებული უნდა გქონდეს.

რაც შეეხება ექსპორტს, ჩვენი ექპორტი რუსეთში 6.8%-ით გაიზარდა. გაცილებით მეტად გაიზარდა ექსპორტი ყველა სხვა დანარჩენი ქვეყნების მიმართულებით, ვიდრე რუსეთში. რადგან რუსეთში უფრო ნაკლებად გაიზარდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთზე დამოკიდებულება არ გაზრდილა. რუსეთის წილი [ეკონომიკურ ზრდაში] დათვლილია 1.5-2%-მდეა, ანუ მათ ხარჯზე ჩვენი ეკონომიკა ამდენი პროცეტით გაიზარდა. 2022 წელს 10.1% რომ იყო მის გარეშე 8.1 ან 8.5% იქნებოდა", - განაცხადა კაკაურიძემ. 

მისივე თქმით, მხოლოდ I კვარტლის მონაცემებით, წლიური ეკონომიკური ზრდის პროგნოზირება რთულია, თუმცა ეკონომიკური ზრდა წელს 5%-ს გადააჭარბებს.

“რუსეთისთვის სრული ემბარგოს დაწესება საშუალოვადიან პერიოდში 5%-იანი წლიურ ზრდას, მინიმუმ გაანახევრებს და შესაძლოა უფრო დაბლა ჩამოვიდეს. პირველ წელს ეკონომიკისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა, თუმცა შემდეგ წლებში შედარებით განეიტრალდებოდა. საბოლოოდ ეს ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ზიანი იქნებოდა. ანუ რა ეკონომიკური ზრდაც უნდა გვქონდეს იმის ნახევარზე ნაკლები იქნებოდა",-ამბობს კაკაურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები