მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[სანქციები] არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი, ჩვენ ვერ ვიქნებით ჩართული - გიორგი კაკაურიძე

კაკაურიძე
17.09.24 15:47
1433

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულება კომერციული ბანკების აღსასრულებელია და ფინანსთა სამინისტრო ვერანაირად ვერ იქნება ჩართული ამ ნაწილში.

საქმე ისაა, რომ აშშ-ის ხაზინამ საქართველოს 4 მოქალაქეს ფინანსური სანქციები დაუწესა. საბანკო ასოციაციის განცხადებით, ბანკები საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს დაიცავენ, თუმცა მეორე მხრივ, არსებობს ნათია თურნავას მიერ გასულ წელს მიღებული საგამონაკლისო წესი, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს იმ შემთხვევაში შეეხება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

"ფინანსთა სამინისტროს არ ეხება, ეს არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი სანქცია. ჩვენ ვერანაირად ვერ ვიქნებით ჩართული ამ ნაწილში. მე დღეს მოვისმინე საბანკო ასოციაციის განმარტება, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ყველა კომერციული ბანკი უზრუნველყოფს შესაბამისი სანქციების აღსრულებას, შესაბამისად, ჩვენ, ფინანსთა სამინისტრო დამატებით აღსრულების ნაწილში ვერ ჩავერთვებით. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბერკეტი კომერციულ ბანკებთან მიმართებით და არ არის ჩვენი პროფილი ეს საქმიანობა", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები