მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთპარტიულმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

გიორგი კაკაურიძე პაატა კვიჟინაძე

ერთპარტიულმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის შესახებ იმსჯელა. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 32,4 მლრდ ლარს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ზომა 27.9 მილიარდი ლარი იქნება.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ზომა წინა პროექტთან შედარებით 895 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რაც რიგ სამინისტროებში დაფინანსების ზრდით არის განპირობებული. ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხა - 8.8 მილიარდი ლარი მომდევნო წელსაც ჯანდაცვის სამინისტროზე მიიმართება, ეს თანხა წინა წარდგენის ბიუჯეტთან შედარებით 120 მილიონი ლარით გაიზრდება. ასევე 200 მილიონი ლარით გაიზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება, რაც 3.08 მილიარდ ლარს მიაღწევს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი კი მომდევნო წელს 75 მილიონი ლარით, 3.1 მილიარდამდე მცირდება. თავდაცვის სამინისტროს ხარჯების ზრდა წინა წარდგენის ბიუჯეტთან მიმართებით 130 მილიონი ლარით მოიმატებს. ამასთან, თუკი წინა წარდგენის ბიუჯეტით კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 515 მილიონ ლარზე იყო განსაზღვრული, განცალკევებული სამინისტროების დაფინანსება 298 და 297 მილიონი ლარით განისაზღვრება, რაც ჯამურად 86 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტში შეცვლილია მშპ-ის ზრდის პარამეტრი, წინა პროექტით მომდევნო წელს 5.5%-ის ნაცვლად 6%-ის ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი, რისი გათვალისწინებითაც მთავრობა საგადასახადო გეგმას 700 მილიონი ლარით, 21.9 მილიონ ლარამდე ზრდის.

2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მიხედვით, უწყებების დაფინანსება ასე ნაწილდება:

უწყების სახელი 2025 წლის პროექტი (ლარი) ზრდა/კლება წინა პროექტთან (ლარი)
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 8,820,000,000 120,000,000
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 3,125,000,000 -75,000,000
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 3,085,000,000 200,000,000
თავდაცვის სამინისტრო 1,730,000,000 130,000,000
შინაგან საქმეთა სამინისტრო 1,395,000,000 45,000,000
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 947,009,000 -52,991,000
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 808,100,000 63,100,000
იუსტიციის სამინისტრო 442,000,000 15,000,000
სპორტის სამინისტრო 298,350,500 ახალი უწყება
კულტურის სამინისტრო 297,649,500 ახალი უწყება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 226,000,000 0
საგარეო საქმეთა სამინისტრო 215,000,000 15,000,000
საერთო სასამართლოები 164,500,000 26,000,000
ცენტრალური საარჩევნო კომისია 129,118,000 3,770,000
ფინანსთა სამინისტრო 121,000,000 0
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 110,000,000 2,000,000
პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები 109,328,300 5,372,200
სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი 101,190,000 0
პროკურატურა 70,750,000 2,750,000
მთავრობის ადმინისტრაცია 29,000,000 0
სსიპ – სტატისტიკის ეროვნული სამსახური – საქსტატი 28,000,000 2,000,000
დაზვერვის სამსახური 25,500,000 1,500,000
სახელმწიფო აუდიტის სამსახური 25,279,000 1,987,000
საპატრიარქო 25,000,000 0
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 21,500,000 2,000,000
უზენაესი სასამართლო 20,800,000 2,000,000
სპეციალური საგამოძიებო სამსახური 19,000,000 0
სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 18,000,000 2,000,000
იურიდიული დახმარების სამსახური 14,800,000 1,100,000
ანტიკორუფციული ბიურო 13,200,000 1,700,000
იუსტიციის უმაღლესი საბჭო 12,600,000 2,000,000
სახალხო დამცველის აპარატი 10,300,000 0
პრეზიდენტის ადმინისტრაცია 10,000,000 0
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 9,000,000 500,000
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 7,600,000 0
საკონსტიტუციო სასამართლო 6,800,000 0
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 6,500,000 0
მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 5,800,000 200,000
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი 5,100,000 0
სსიპ – ფინანსური მონიტორინგის სამსახური 5,000,000 500,000
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 4,700,000 400,000
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია 3,600,000 0
საჯარო სამსახურის ბიურო 2,700,000 500,000
სავაჭრო-სამრეწველო პალატა 2,300,000 0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში 1,550,000 0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში 1,450,000 0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში 1,450,000 0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 1,250,000 0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში 1,235,000 0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში 1,220,000 0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში 1,180,000 0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში 1,150,000 0
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი 1,150,000 0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში 1,120,000 0
ბიზნესომბუდსმენის აპარატი 950,000 0
საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო 700,000 0

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები