2024 წლის 9 თვეში რუსეთის ფედერაციამ მსოფლიოში 317 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 664 მილიონი დოლარით ნაკლები იყო.
რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, უფრო მეტად, 14.1 მილიარდი დოლარით შემცირდა რუსეთის იმპორტი, რამაც 2024 წლის 9 თვეში 213 მილიარდი დოლარი შეადგინა, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას 2024 წლის 9 თვეში 104 მილიარდი დოლარის სავაჭრო პროფიციტი ჰქონდა.
რუსეთის ეკონომიკური სტატისტიკა, კერძოდ კი ინფორმაცია, თუ რომელ ქვეყანაში რა მოცულობით ექსპორტს და იმპორტს ახორციელებს ქვეყანა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აღარ ქვეყნდება. თუმცა, რუსეთის ცენტრალური ბანკი აქვეყნებს საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკას, რაც რუსეთში შესული და რუსეთიდან გასული სავალუტო ნაკადების ბალანსს მოიცავს. ცენტრალური ბანკის თანახმად, რუსეთს აღნიშნული პერიოდის განმავლობაში 50.6 მილიარდ დოლარის საგადასახადელო ბალანსის პროფიციტი ჰქონდა, რაც 2023 წელთან შედარებით 12 მილიარდი დოლარით მეტია.