ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ ორმხრივი შეთანხმების დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა.
ეს ერთ-ერთი ე.წ. კანონია, რომლის მიღებას რუსეთი 2023 წლის შემდეგ ითხოვდა. ოკუპანტის მხრიდან აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების ნაწილის შეწყვეტის შემდეგ, დე ფაქტო პარლამენტი კომპრომისზე წავიდა.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი 6 ბანკი საინვესტიციო პროექტების შესახებ ე.წ. შეთანხმებას აპროტესტებს. ბანკების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ეს კოლონიალური სახის შეთანხმებაა, რომელიც მათთვის დამღუპველია.