მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა აფხაზეთს $3.5 მილიონი გამოუყო

რუბლი

რუსეთმა აფხაზეთს 344 მილიონი რუბლი ანუ 3.5 მილიონი დოლარი გამოუყო. თანხა სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას უნდა მოხმარდეს.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თანხა ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვისა და აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წარმომადგენელ ბადრა გუნბას შორის შეხვედრის შემდეგ გამოიყო.

"2025 წლის 6 თებერვალს აფხაზეთის რესპუბლიკაში ფინანსური მხარდაჭერის სახსრები გაიგზავნა რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ბადრა გუნბა 2024 წლის ნოემბრიდან ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. ის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებზე კენჭს იყრის. მოსკოვში გუნბა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკს, ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა.

ე.წ. აფხაზური ოპოზიცია ბადრა გუნბას მოსკოვში ვიზიტს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები