მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა ბენზინის ექსპორტი სრულად აკრძალა - რატომ და როდემდე იმოქმედებს შეზღუდვა?

ბენზინის ექსპორტი

რუსეთმა ბენზინის ექსპორტი აკრძალა. დროებითი შეზღუდვა ძალაში 28 ივლისიდან შევიდა და 31 აგვისტომდე იმოქმედებს. ინფორმაციას რუსული მედია მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ პერიოდის განმავლობაში ექსპორტი ნავთობროდუქტების მწარმოებლებისთვის აიკრძალა, მანამდე ეს შეზღუდვა მხოლოდ არამწარმოებელ კომპანიებზე ვრცელდებოდა.

რუსეთის მინისტრთა კაბინეტში აცხადებენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ აკრძალვის შესახებ შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა, სადაც განმარტებულია, რომ აღნიშნული ზომა მაღალი მოთხოვნისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პირობებში შიდა ბაზარზე სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის მიიღეს.

ბენზინის ექსპორტის აკრძალვა ძალაში დღეიდან შევიდა.

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსთვის ნავთობისა და ნავთობროდუქტების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. 2025 წლის 6 თვეში შესყიდვების 47.2% სწორედ რუსეთზე მოდიოდა და იმპორტი წლიურად როგორც ღირებულებით, ასევე მოცულობითაც გაზრდილია. [2024 წლის 6 თვე - $264.6 მლნ, 344 960ტონა].

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები