მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა, ბორის ჯონსონსა და ტერეზა მეის რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა

625cff8c2e7d4
მარიამ ადამია
18.04.22 23:17
1041
რუსეთმა, დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეზღუდვა ეხება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს - ბორის ჯონსონს, ვიცე-პრემიერს და იუსტიციის მინისტრს - დომინიკ რააბს, საგარეო საქმეთა მინისტრს - ელიზაბეტ ტრუსს, თავდაცვის მინისტრს - ბენ უოლასს, შინაგან საქმეთა მინისტრს - პრიტი პატელს, კონსერვატიულ დეპუტატსა და ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს - ტერეზა მეისა და ბრიტანეთის მთავრობის კიდევ არაერთ წარმომადგენელს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქციები ბრიტანეთის "ინფორმაციული და პოლიტიკური კამპანიის საპასუხოდ დაწესდა და მიზნად რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვას ისახავს", ასევე ეს არის ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საპასუხო რეაქცია. განცხადების თანახმად, ეს ჩამონათვალი უახლოეს მომავალში კიდევ გაიზრდება.

ინფორმაციისთვის, 13 აპრილს ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშავა, რომლის თანახმადაც კიდევ უფრო გაიზარდა იმ მდიდარი რუსების ჩამონათვალი, რომელთა აქტივებიც ქვეყანაში გაყინულია. გარდა ამისა, აპრილის დასაწყისში, დიდმა ბრიტანეთმა, სანქციები Sberbank-ისა და Moscow Credit Bank-ისა და რამდენიმე მილიარდერის წინააღმდეგაც დააწესა და პარალელურად, მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები