მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა და ირანმა სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

6465e5df32519
გიორგი თოლორდავა
18.05.23 12:32
1106
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ირანის ლიდერმა ებრაჰიმ რაისიმ დისტანციური შეხვედრისას ხელი მოაწერეს ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შეთანხმებას.

პროექტი მოიცავს სარკინიგზო, სახმელეთო და საზღვაო გზას, რომელიც ინდოეთს, ირანს, აზერბაიჯანსა და რუსეთს ერთმანეთთან დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს 162-კილომეტრიანი სარკინიგზო გზა, რომელმაც ტრანზიტული ტვირთის გატარება უნდა უზრუნველყოს.

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი კონკურენციას სუეცის არხს გაუწევს და მომავალში ის რეგიონის მთავარ სატრანსპორტო არტერიად იქცევა.

ებრაჰიმ რაისის შეფასებით, რუსეთსა და ირანს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება ფრიად მისასალმებელი მოვლენაა.