მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა დიზელის ექსპორტზე შეზღუდვები მოხსნა

deasel

რუსეთის მთავრობამ საზღვაო პორტებში დიზელის ტიპის საწვავის მილსადენებით ტრანსპორტირებასა და ექსპორტზე შეზღუდვები მოხსნა - ინფორმაციას უცხოური მედია კრემლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“მთავრობამ დიზელის ტიპის საწვავის მილსადენებით ტრანსპორტირებით ექსპორტზე შეზღუდვა მოხსნა, რადგან ნავთობგადასამუშავებელი საწარმო წარმოებული დიზელის მინიმუმ  50%-ით ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს”, - ნათქვამია განცხადებაში. 

ბენზინის ტიპის საწვავზე შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება. 

რუსეთში წარმოებულ ნავთობპროდუქტებში დიზელის ტიპის საწვავის წილი ყველაზე მაღალია. ქვეყანამ გასულ წელს, დაახლოებით, 35 მლნ ტონა დიზელი აწარმოვა, რომლის ¾-იც მილსადენებით ტრანსპორტირდება. რაც შეეხება ბენზინს, რუსეთმა გასულ წელს 4.8 მლნ ტონა საწვავის ექსპორტი მოახდინა.

რუსეთიდან გადამუშავებული ნავთობპროდუქტების ექსპორტის დროებითი აკრძალვის განკარგულება 21 სექტემბერს გამოიცა. შეზღუდვა რუსეთის ბაზარზე გაჩენილმა საწვავის დეფიციტმა და მასზე გაზრდილმა ფასებმა გამოიწვია. აკრძალვის შემდეგ რუსულ ბაზარზე დიზელის ტიპის საწვავის ფასები 21%-ით, ხოლო ბენზინის ფასები - 10%-ით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები