მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა დიზელისა და საზღვაო საწვავის ექსპორტზე შეზღუდვა ერთი თვით გაახანგრძლივა

რუსული საწვავი

რუსეთმა დიზელისა და საზღვაო საწვავის ექსპორტის აკრძალვა კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივა. გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობამ მიიღო და 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს. ამის შესახებ გამოცემა ria წერს.

შეზღუდვა უშუალოდ საწვავის მწარმოებლების მიერ რუსეთის ტერიტორიიდან დიზელის, საზღვაო საწვავისა და გაზის ნავთობის გატანას ეხება. აქამდე მოქმედი აკრძალვის ვადა კი 31 აგვისტოს იწურებოდა.

რუსეთის მთავრობის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანი ქვეყნის შიდა საწვავის ბაზარზე სტაბილური ვითარების შენარჩუნებაა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები ზაფხულში გაჩნდა. გამოცემის ინფორმაციით, მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში რამდენიმე ზომა მიიღო. მათ შორის, რუსეთმა ბენზინის ექსპორტი როგორც მწარმოებლებისთვის, ისე არამწარმოებლებისთვის 2027 წლის 31 იანვრამდე აკრძალა. ამავე ვადით მოქმედებს არამწარმოებლებისთვის გაზოილის, დიზელისა და საზღვაო საწვავის ექსპორტის შეზღუდვაც.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ საწვავის იმპორტისა და ქვეყანაში მისი წარმოების ზრდის წასახალისებლად საგადასახადო შეღავათებიც დააწესა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები