მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა ე.წ არჩევნების წინ, აფხაზურ მიმოზაში ისევ “აღმოაჩინა" მავნებელი მწერი

მიმოზა

რუსეთის მორიგი ხრიკი. ამჯერად მოსკოვმა ოკუპირებული აფხაზეთის მიმოზაში ყვავილოვანი ტრიპსის აღმოჩენის შესახებ განაცხადა. როგორც აფხაზური მედია წერს, "აფხაზურ-რუსულ საზღვარზე მიმოზას ექსპორტის პარტია არ გაატარეს". რუსეთს ლაბორატორიული კვლევის შედეგები არ წარუდგენია. მედიის ცნობით, უამრავი ადამიანი ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე დგას იმ იმედით, რომ მიმოზის გადატანის უფლებას მისცემენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში 1-ელ მარტს დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. სოხუმში ვარაუდობენ, რომ მოსკოვი, 2024 წლის დეკემბერში მანდარინის ექსპორტის შეზღუდვის მსგავსად, არჩევნების მეორე ტურის წინ იმავე მანიპულაციას მიმართავს, როდესაც მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა მაშინ მანდარინის ექსპორტის პრობლემები მოაგვარა.

აფხაზეთში ითვლება, რომ რუსეთის რჩეული ბადრა გუნბაა, რომელმაც ე.წ. პირველ ტურში ხმების 46% მიიღო.

აფხაზეთის ე.წ. კარანტინის სამსახურის უფროსი, ომარ ცვიჟბა აცხადებს, რომ დაბალი ტემპერატურის პირობებში, მიმოზაში ტრიპსის არსებობა ნაკლებად სავარაუდოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები