მიმდინარე წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაცია რეკორდული მოცულობის ხორბლის მოსავლის მიღებას გეგმავს, რაც ხელსაყრელი ამინდით გაზრდილი წარმოებითაა განპირობებული.
ამ მოლოდინის ფონზე, საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის ფასი ეცემა და ამჟამად ბუშელის ღირებულება 5.97 დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით ნაკლები მაჩვენებელია.
რუსეთის მსოფლიოს მასშტაბით ხორბლისა და მარცვლეულის უმსხვილესი ექსპორტიორია, რომლის გავლენა ბაზარზე ომის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.