მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა ხორბლის საექსპორტო ბაჟი შეამცირა

რუსეთი

რუსეთმა ხორბლის საექსპორტო ბაჟი გაანახევრა. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეიდან რუსეთიდან 1 ტონა ხორბლის ექსპორტისას გადასახადი 444.4 რუბლი იქნება, მაშინ როდესაც გასული ერთი კვირის განმავლობაში ბაჟის მოცულობა 906.4 რუბლი იყო. რუსული მედია წერს, რომ მას შემდეგ რაც რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადის რუბლებში გაანგარიშება დაიწყეს (2022 წლის ივნისიდან) ეს მინიმალური ბაჟია.

რაც შეეხება სიმინდსა და ქერს, ამ შემთხვევაში ექსპორტის გადასახადი ნულოვანია.

მარცვლეულზე საექსპორტო გადასახადი საორიენტაციო ფასების მიხედვით ითვლება რაც ამ დროისთვის ხორბალზე $216.7-ს (ერთი კვირით ადრე $220.5), ქერზე - $177.9 ($177.9), ხოლო სიმინდზე $194.8 ($187.4) იყო.

საექსპორტო გადასახადი ერთი კვირის განმავლობაში ანუ 13 აგვისტოს ჩათვლით იქნება ძალაში.

2021 წლის ივნისიდან რუსეთმა მარცვლეულის - ხორბლის, ქერისა და სიმინდის ექსპორტისას მცურავი ბაჟი დააწესა, რათა მიღებული შემოსავლით ადგილობრივი ფერმერები დაესუბსიდირებინა. ბაჟის მოცულობა ყოველკვირეულად მოსკოვის ბირჟაზე რეგისტრირებულ საექსპორტო კონტრაქტების მიხედვით საორიენტაციო ფასებზე დაყრდნობით განისაზღვრება. თავდაპირველად ბაჟი დოლარში ითვლებოდა, თუმცა 2022 წლის ივლისიდან რუბლში დაიწყეს დათვლა. მარცვლეულის საექსპორტო ბაჟი საორიენტაციო და საბაზო ფასთა სხვაობის 70%-ს შეადგენს.

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსთვის ხორბლის მთავარი საიმპორტო ქვეყანაა.

წლის I ნახევარში საქართველომ მხოლოდ რუსული ხორბალი იყიდა - იმპორტი მზარდია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები