მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა კიევში მდებარე Bayraktar-ების მშენებარე საწარმოს მეოთხედ დაარტყა

უკრაინა
BM. GE
29.08.25 17:12
537

თურქული გამოცემა turkiyegazetesi-ის ინფორმაციით, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული შეტევისას დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე Bayraktar-ის მშენებარე საწარმო კიდევ ერთხელ დაზიანდა.

როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ომში სახელგანთქმული დრონების ქარხანას უკრაინაში თურქული Baykar-ი აშენებს. გამოცემის თანახმად, მშენებარე ობიექტს, სულ მცირე, ორი რაკეტა მოხვდა და საგრძნობლადაც დაზიანდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინფორმაცია თურქულ მედიას ოფიციალურმა კიევმა დაუდასტურა. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, მიყენებული დარტყმები იმდენად მძლავრია, რომ იმის თქმაც კი რთულია, რამდენი ხნით გადაიწევს ქარხნის გახსნა.

ცნობისთვის, Bayraktar-ის საწარმოს ამუშავებას 2025 წლის ბოლოს ან 2026 წლის დასაწყისისთვის ვარაუდობდა. ობიექტი თავდაცვის სფეროში თურქულ-უკრაინული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო და მასში ორივე მხარეს მილიონობით დოლარის ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები