მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა ლერმონტოვის 1842 წლის მკვლელობაზე გამოძიება დაიწყო

გამოძიება

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მწერალ მიხეილ ლერმონტოვის მკვლელობის საქმის გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფოს დუმას დეპუტატმა და სახალხო არტისტმა, ნიკოლაი ბურლიაევმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.

"პასუხი გვაქვს საგამოძიებო კომიტეტისგან, არსებითი მუშაობა უკვე დაწყებულია, მათ შორის ტექნიკური კუთხით, პროგრესსა და შედეგებზე ინფორმაციას გაავრცელებთ", - თქვა მან.

ლერმონტოვი 1842 წელს, 26 წლის ასაკში მაიორ ნ.მარტინოვთან დუელის შედეგად დაიღუპა. დეპუტატის მტკიცებით, მეცნიერები და ექსპერტები მაშინ ჩატარებულ გამოძიებას არაკეთილსინდისიერად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ გამოძიების შედეგები დამატებით დადასტურებას საჭიროებს.

ლერმონტოვის საქმის გამოძიებას ეწინააღმდეგება ლიტერატურათმცოდნე იგორ სარტაკოვი, რომელიც მიიჩნევს, რომ დუელი ლერმონტოვსა და ყოფილ მაიორ მარტინოვს შორის წესების სრული დაცვით ჩატარდა და გამოძიებას არ საჭიროებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები