მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა ნავთობქიმიური პროდუქციის ექსპორტი 3 თვით აკრძალა

რუსეთის რკინიგზა

რუსეთის მთავრობამ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებს გარეთ გარკვეული სახის ნავთობქიმიური პროდუქციის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვა დააწესა.

კერძოდ, აკრძალვა შეეხო ქვანახშირისა და ნავთობის ბენზოლს, ტოლუოლს, ორთოქსილოლს, პარაქსილოლსა და ფენოლს. ეს ქიმიური ნედლეული საღებავების, საკვები პროდუქტების შეფუთვის, იატაკის საფარებისა და კაბელების საიზოლაციო მასალების წარმოებაში, ასევე სამედიცინო ინდუსტრიაში გამოიყენება.

ოფიციალური უწყების განმარტებით, სამი თვის ვადით შემოღებული აკრძალვა მიზნად ადგილობრივი გადასამუშავებელი საწარმოებისთვის ნედლეულის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფას ისახავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები