რუსეთმა ოკუპირებულ ოჩამჩირეში შავი ზღვის სამხედრო ფლოტის მშენებლობა დააჩქარა. Bellingcat-ის დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ 2024 წლის დასაწყისიდან სამშენებლო აქტივობა გაიზარდა, პერიმეტრზე რამდენიმე შენობა შენდება.
როგორ მედია წერს, ოჩამჩირეში უკვე ჩავიდა საზღვაო ძალების გემი. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ბაზას რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება, რადგან მას შესაძლებლობა ექნება, შავი ზღვის ფლოტისთვის, რომელიც უკრაინელების თავდასხმის ქვეშ იმყოფებიან, უსაფრთხო თავშესაფარი შექმნას.
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ფლოტის მშენებლობა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, გასულ წელს დააანონსა. ინფორმაცია რუსეთს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.