მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა თურქეთსა და ბრაზილიაში დიზელის ექსპორტი განაახლა

რუსული დიზელი

რუსეთმა თურქეთისა და ბრაზილიის ტრადიციულ ბაზრებზე დიზელის საზღვაო გადაზიდვები განაახლა. როგორც ირკვევა, ეს მას შემდეგ მოხერხდა, რაც აშშ-მა სანქციები დროებით შეაჩერა და საექსპორტო აკრძალვა გაუქმდა.

Kpler-ისა და LSEG-ის მონაცემებით, ბალტიისპირეთის პორტ პრიმორსკიდან ორი ტანკერი უკვე გავიდა. კერძოდ, ტანკერი Dolunay 14 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ ალანიისკენ დაიძრა, ხოლო ხომალდმა Leruo-მ გეზი 16 ოქტომბერს ბრაზილიის პორტ მანაუსისკენ აიღო. თითოეული ტანკერი 300,000 ბარელ საწვავს გადაზიდავს.

აღსანიშნავია, რომ აკრძალვის მოხსნის შემდეგ რუსული დიზელის იმპორტი მაროკომაც დაიწყო. საერთო ჯამში, 11-20 ოქტომბრის პერიოდში რუსეთის პორტებში 210,000 ტონა, ანუ 1.56 მილიონი ბარელი დიზელი ჩაიტვირთა.

შეგახსენებთ, რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმებას თვის დასაწყისში მიაღწია. გარიგების დადების ფონზე, 9 ოქტომბერს მოსკოვმა საკუთარი საექსპორტო შეზღუდვაც გააუქმა, თუმცა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ემბარგო კვლავ ძალაში დატოვა.

როგორც ტრამპმა დააანონსა, რუსეთი გლობალურ ბაზრებს დაუყოვნებლივ 300,000 ტონა (2.25 მილიონი ბარელი) საწვავს მიაწვდის, ნოემბერში ეს მოცულობა 500,000 ტონამდე გაიზრდება, მოგვიანებით კი 1 მილიონ ტონას მიაღწევს.

თავის მხრივ, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ შესაძლოა შეთანხმებულ ნიშნულებს გადააჭარბოს და წლის ბოლომდე ყოველთვიური ექსპორტი 3.5 მილიონ ტონამდე, ანუ დღე-ღამეში 875,000 ბარელამდე გაზარდოს. ამასთან, ტრამპის ეს ნაბიჯი მიზნად 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ საწვავის ფასების დასტაბილურებას ისახავს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი მსოფლიოში დიზელის რიგით მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია აშშ-ის შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები