პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, რუსეთის ფედერაციას საქართველოს არჩევნებში ჩარევისთვის საჭირო გავლენა არ აქვს - ამის შესახებ კობახიძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც ამერიკის მხრიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ მას ჰკითხეს - რუსეთი თუ ერევა ამ პროცესში. ირაკლი კობახიძემ უპასუხა: "რუსეთს არ აქვს ასეთი რესურსები და გავლენა საქართველოში".
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია აშშ-ის დადანაშაულება საარჩევნო პროცესში ჩარევაში, პრემიერი აცხადებს, რომ გარე ჩარევა დღეს განსაკუთრებულად ინტენსიურია.
"ასეთი ჩარევები ადრეც ყოფილა, ეს ჩარევა, ქართულ არჩევნებში გარე ჩარევა დღეს არის განსაკუთრებულად ინტენსიური, რაც სამწუხაროა, მაგრამ ვერც ადრე ახერხებდა ვერავინ საქართველოში ხალხის ნების სხვანაირად ფორმირებას, აქედან გამომდინარე, ვერც ახლა ექნება გარე ჩარევებს ვერანაირი ეფექტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.